,,ჰიუნდაი” საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონია

,,ჰიუნდაი” საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონია

საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატი დღეს დასრულდა. გამარჯვება ჰიუნდაის გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალურ სერიაში  აკადემია 2:0 დაამარცხა.

სერიის მეორე შეხვედრა ჰიუნდაელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და მათი იოლი გამარჯვებით, ანგარიშით 82:53 დასრულდა.
,,ჰიუნდაის” მხრიდან 23 ქულით ლევან წენგუაშვილი გამოირჩა, ხოლო 22  ქულანიკა აბაშიძემ დააგროვა.  აკადემიის შემადგენლობაში 14 ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ მიითვალა –  გიორგი კვაჭანტირაძემ, ოთარ პერტაიამ და ლუკა მაზიაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც ვერცხლისა და ოქროს მედლების მფლობელი გუნდები მსაჯთა კავშირის პრეზიდენტმა როლანდ ხომერიკმა და ვეტერანმა კალათბურთელმა ანტონ კაზანჯიანმა დააჯილდოვეს.