“ჰიუნდაიმ” და “ზაზა 1”-მა თბილისის 18-წლმდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლეს

“ჰიუნდაიმ” და “ზაზა 1”-მა თბილისის 18-წლმდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი წაუგებლად განვლეს

დასრულდა თბილისის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი. 2 ჯგუფში განაწილებული 10-მა გუნდმა ერთ წრედ ითამაშა და თითოეული ჯგუფიდან პლეი ოფში (მეოთხედფინალში) საუკეთესო 4-4 მათგანი გავიდა.
ამ 8 გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის საგზურები მოიპოვა და ახლა დედაქალაქის საუკეთესო სამეულის გამოსავლენად გააგრძელებენ ბრძოლას, ხოლო ჯგუფებში ბოლო, მე-5 ადგილზე გასულები (მართვე და თსუ), ერთმანეთს ქვეყნის პირველობის ბოლო – მე-9 საგზურისთვის საკვალიფიკაციო მატჩში შეხვდებიან.

ჯგუფებში პირველზე გასულმა გუნდებმა ეტაპი წაუგებლად განვლეს. „ა“ ჯგუფში „ჰიუნდაიმ“ ოთხივე შეხვედრა მოიგო, ისევე როგორც „ბ“ ჯგუფში „ზაზა 1“-მა. აღსანიშნავია, რომ ზაზა ფაჩულიას აკადემიის ორივე გუნდმა მოახერხა პლეი ოფში გასვლა. თუკი პირველმა გუნდმა ჯგუფის თამაშები წაუგებლად განვლო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე გუნდმა 4-დან მხოლოდ 1 შეხვედრა მოიგო და საპირისპირო ჯგუფში მე-4 ადგილზე დაჯდა. დებულების თანახმად, ჯვარედინმა სისტემამ „ზაზა1“ და „ზაზა 2“ მეოთხედფინალში ერთნეთთან დააწყვილა. სხვა წყვილებს ჩვენი წერილის ბოლოს შემოთავაზებულ პლეი ოფის ცხრილში ნახავთ.
საინტერესო ბრძოლა გაიმართა „ბ“ ჯგუფში ადგილების გასანაწილებლად. 4-დან 2 მოგება და ამდენივე წაგება სამმა გუნდმა – მართვე 1-მა, დინამომ და იბერმა მოაგროვეს. ამ სამ გუნდს შორის ურთიერთშეხვედრებში ბურთების შეფარდებით საუკეთესო იყო „მართვე 1“, რომელმაც ჯგუფში „ზაზა 1“-ის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. „დინამო“ მესამეზე გავიდა, ხოლო „იბერი“ – მეოთხეზე.
ხვალ გუნდები დაისვენებენ და მეოთხედფინალურ მატჩებს 18 ოქტომბერს, თბილისის სპორტის ახალ სასახლეში გამართავენ. საქართველოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად დანიშნული საკვალიფიკაციო მატჩი კი 19 ოქტომბერს, 17:30 საათზე ჩატარდება.