დღეს აგრარული უნივერსიტეტში 3 მატჩი უნდა გამართულიყო,
მაგრამ მხოლოდ 1 ჩატარდა. „სოხუმი“ „დინამოსთან“ სათამაშოდ გვიან მოვიდა და
შესაბამისად ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა, ხოლო „ნიკე“–„სამედიცინო“ გადაიდო.
საქმე ის გახლავთ, რომ „ნიკეს“ წევრი, ამას წინათ დაჭრილი რაჟიკო
დარბაიძე კრიტიკულ ვითარებაშია და მისი გუნდელები თამაშის იშტაზე ნამდვილად არ
არიან. „ნიკეს“–„სამედიცინოს“ მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გამოცხადდება.
ასე რომ დღეს მხოლოდ 1 მატჩი ჩატარდა. „ჰიუნდაიმ“ 105:100 დაამარცხა „ქუთაისი“.
ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდს დუდა სანაძემ (33 ქულა) ულიდერა, თუმცა არანაკლებ
შედეგიანი იყო ტანმაღალი გიორგი ფერიაშვილი, რომელმაც 15 ქულა, 14 მოხსნა და 7
დაფარება მმიითვალა.
ჰიუნდაელებმა თავიდანვე მოიპოვეს ლიდერობა და მესამე მეოთხედში უკვე
20 ქულით იგებდნენ. ბოლო მეოთხედში ქუთათურებმა მოინდომეს, მაგრამ ჩამორჩენის შემცირების
მეტი ვერაფერი მოახერხეს.
მატჩის სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=82