ჰიუნდაი – რუსთავი 74:71
სტუ – დინამო 62:123
ნიკე – მაკაბი 68:62
გათამაშების ერთ–ერთმა ლიდერმა, მოქმედმა ჩემპიონმა „ენერჯი–ინვესტმა“ მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი წააგო. რუსთაველებმა „ჰიუნდაისთან“ წააგეს, მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედში 18 ქულით იგებდნენ.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი რომ მებრძოლია და ბოლომდე არ ნებდება, ეს მაჯერადაც გამოჩნდა. დუდა სანაძის შედეგიანი თამაშის წყალობით „ჰიუნდაიმ“ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, ხოლო ვალილ ბერუაშვილის წყალობით ბოლო წუთები უკეთ ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
დინამოელებმა კი მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარეს – 123 ქულა აქამდე არც ერთ გუნდს არ მიუთვლია. დავით თორთლაძის შეგირდებმა სტუ არ დაინდეს და 123:62 დაანარცხეს.
გუშინ კი კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა: „ნიკემ“ „მაკაბის“ 68:62 აჯობა.