ჰოლანდია 79:63 საქართველო
16:15 23:19 21:11 19:18
საქართველო: ცინცაძე (23 წუთი, 7 ქულა), ტუღუში (22 წ. 14 ქ), სანიკიძე (35 წ. 16 ქ. 5 მოხსნა), ვ. ბოისა (25 წ. 4 ქ), შერმადინი (17 წ. 0 ქ. 3 მ); გამყრელიძე (27 წ. 8 ქ. 3პ), მეტრეველი (17 წ. 7 ქ. 3 მ), თ. შენგელია (21 წ. 7 ქ. 2 ჩაჭრა), ა. ბოისა (13 წ. 0 ქ. 3 მ)
2–ქულიანები: 25–დან 13
3–ქულიანები: 24–დან 7
საჯარიმოები: 28–დან 16
საქართველო დღეს ღამის 10 საათზე მეორე სპარინგ–მატჩს გამართავს ჰოლანდიელებთან, თუმცა ისევ შესუსტებული შემადგენლობით იქნება.კოჭის ტრავმის გამო იგორ კოკოშკოვის გუნდს კვლავ ვერ დაეხმარება მანუჩარ მარკოიშვილი, ხოლო თვალნატკენი ვლადიმერ ბოისას თამაში სათუოა.
რაც შეეხებათ ნაკრების ჯერ არშეერთებულ მოთამაშეებს, მათ შესახებ ახალი არაფერია. ზაზა ფაჩულია 5 აგვისტოს უნდა შეემატოს კოკოშკოვის გუნდს, ხოლო ელისი – 2 აგვისტოს. ნიკოლოზ ცქიტიშვილის საქმე სხვაგვარადაა. ის თავიდანვე მზად იყო, ნაკრებს შეეერთებოდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო შენგენის ზონის ვიზის აღება გაუჭიანურდა. მისი განცხადებით, ვიზა 1 კვირაში მზად იქნება. საქართველოს ნაკრებს კი 7 და 8 აგვისტოს ავსტრიასთან ელის სპარინგ–მატჩები. ცქიტიშვილი ამჟამად თბილისში იმყოფება და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.