ჰოსლის 22 ქულა 24 წუთში

ჰოსლის 22 ქულა 24 წუთში

ესპანეთში პრიმერადივიზიონის მორიგი ტური უჩვეულოდ შუა კვირაში იმართება. ოთხშაბათს ნიკა ცქიტიშვილისა და ქუინტონ ჰოსლის გუნდებს მოუწიათ თამაშმა, თუმც ნიკასთან შედარებით საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა ფორვარდმა გაცილებით კარგად ითამაშა.
 
ქუინტონმა საოცარი შედეგიანობა გამოიჩინა. მან 24,48 წუთში 22 ქულა ჩააგდო, თუმცა ამით თავის გუნდს ვერაფერი უშველა: „ხუვენტუდი“ ბასკეთში ”კახა ლაბორალს” ესტუმრა და” და 78:98 წააგო.ქუინტონმა 6-დან 2 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და ბადალონელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ”ხუვენტუტს” 9 გამარჯვების წილ 7 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება.
 

 
წააგო ნიკოლოზ ცქიტიშვილის ”ლაგუნ არომაც”, რომელმაც ”სარაგოსასთან” გასვლითი შეხვედრა 72:88 დათმო. ქართველმა ფორვარდმა მხოლოდ 07:29 წუთს ითამაშა და ზუსტ სამქულიანს 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. 7 მოგებითა და 9 მარცხით, სან სებასტიანელები მე-12 საფეხურზე რჩებიან.
მე-16 ტურის კიდევ სამი მატჩი დღეს გაიმართება  და ტორინ გრინის ”გრან კანარია” ვალენსიაში თორნიკე შენგელიას ყოფილ გუნდ ”ფაუერ ელექტრონიქსს” შეერკინება.