იგორ კოკოშკოვმა ნაკრები ავსტრიაში შეკრიბა

იგორ კოკოშკოვმა ნაკრები ავსტრიაში შეკრიბა

დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენის მახლობლად მდებარე მყუდრო ქალაქ შტაინბრუნში საქართველოს ეროვნული ნაკრები შეიკრიბა. სერბი სპეციალისტის, იგორ კოკოშკოვის გაწვრთბილმა ნაკრებმა გასულ წელს B დივიზიონიდან ელიტარულ A დივიზიონში აინაცვლა და ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძვის. ჯგუფში საქართველოს პოლონეთთან, პორტუგალიასთან, ბელგიასთან და ბულგარეთთან მოუწევს ბრძოლა და ოთხივე მეტოქესთან 8–ვე მატჩს (თბილისში და სტუმრად) აგვისტოს თვეში გამართავენ.
 
სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი და მარათონული მატჩებისთვის დაიწყო მზადება საქართველოს ეროვნულმა გუნდმა, რომელიც ავსტრიაში 20 ივლისამდე დარჩება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენები 2 საკონტროლო მატჩს გამართავენ – სლოვაკეთსა და უნგრეთში ადგილობრივ ეროვნულ გუნდებთან.
23–დან 25 ივლისამდე თბილისი საერთაშორისო ტურნირს – თბილისის მერიის თასს უმასპინძლებს, რომელშიც ჩვენი ნაკრები უკრაინის, ბელარუსისა და რუმინეთის ეროვნულ გუნდებს გაეჯიბრებიან. ამით დასრულდება კოკოშკოვის გუნდის მოსამზადებელი ეტაპი და 2 აგვისტოდან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩები დაიწყება.
 
დღეს შტაინბრუნში ეს 14 კალათბურთელი შეიკრიბა:
 
გიორგი ცინცაძე  (სოპოტი, პოლონეთი)
გიორგი გამყრელიძე  (მიტელდოიჩერი, გერმანია)
ტორინ გრინი (აეკ, საბერძნეთი)
კოტე ტუღუში  (ენერჯი–ინვესტი)
კოსტანტინე ტომარაძე  (მონსონი, ესპანეთი)
მანუჩარ მარკოიშვილი (კანტუ, იტალია)
ანატოლი ბოისა (ენერჯი–ინვესტი)
ვიქტორ სანიკიძე  (ბოლონია, იტალია)
თორნიკე შენგელია  (ვალენსია, ესპანეთი)
მიხეილ ბერიშვილი  (არიდანე, ესპანეთი)
ნიკა მეტრეველი (ფორენტინო, იტალია)
ლევან შენგელია  (როდ აილენდი, აშშ)
ქუინტონ ჰოსლი (პეტკიმი, იზმირი, თურქეთი)
გიორგი შერმადინი (პანათინაიკოსი, საბერძნეთ
 
იგორ კოკოშკოვი, მთავარი მწვრთნელი
დავით უსტიაშვილი, ასისტენტი
ჯეისონ სტოდტი, ასისტენტი
ავთანდილ ბერიძე, ფიზმომზადების მწვრთნელი
თემურ ყიფშიძე, ექიმი
თემურ ხვედელიძე, ფიზიო–თერაპევტი
ირაკლი ყარსიმაშვილი, ფიზიო–თერაპევტი
მერაბ რატიშვილი, ნაკრების გენერალური მენეჯერი
 

 
შეკრებაზე ვერ ჩავიდა ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელიც თბილისში იმყოფება და რომელსაც სავიზო პრობლემები აქვს. ნაკრებს 5 ივლისს შეუერთდება ზაზა ფაჩულია. ამ 2 მოთამაშის გარდა ავსტრიაში მთელი ნაკრები შეიკრიბა. იქ არიან ნატურალიზებული მოთამაშეები, ამერიკელები – ტორინ გრინი და ქუინტონ ჰოსლი.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების დეტალური განრიგი:
 
 – 1–16 ივლისი      სამწვრთნელო შეკრება ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში.
– 17 ივლისი           ამხანაგური მატჩი: უნგრეთი – საქართველო. სომბათჰეი, უნგრეთი
– 19 ივლისი         ამხანაგური მატჩი: სლოვაკეთი – საქართველო. პეზინოკი, სლოვაკეთი.
– 23–25 ივლისი   თბილისის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი. 3 მატჩი (საქართველო: რუმინეთთან 23 ივლისს, ბელარუსთან 24 ივლისს და უკრაინასთან 25 ივლისს)
– 26 ივლისი  – 1 აგვისტო       სამწვრთნელო შეკრება თბილისში
 
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები:
 
 – 2 აგვისტო         საქართველო – პოლონეთი
– 5 აგვისტო         ბელგია – საქართველო. ანტვერპენი, ბელგია
– 11 აგვისტო         საქართველო – პორტუგალია
– 14 აგვისტო         ბულგარეთი – საქრთველო. სოფია, ბულგარეთი
– 17 აგვისტო         პოლონეთი – საქრთველო. ლოძი, პოლონეთი
– 20 აგვისტო         საქართველო – ბელგია
– 26 აგვისტო         პორტუგალია – საქართველო
– 29 აგვისტო         საქართველო – ბულგარეთი