იმერეთის ჩემპიონატის ფინალს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო

იმერეთის ჩემპიონატის ფინალს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრო

5 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში დასრულდა 2000-2001 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა გუნდების იმერეთის ჩემპიონატი.მე-3 ადგილისათვის მატჩში “საჩხერემ” 60:46 დაამარცხა “ხარაგაული”. ფინალური შეხვედრა “ქუთაისსა” და “სამტრედიას” შორის ქუთაისელი ჭაბუკების გამარჯვებით – 90:56 დასრულდა. დარბაზის მასპინძლებს ლეგენდარული მწვრთნელის სულიკო თორთლაძის სახელობის თასი გადაეცათ.საინტერესოდ ჩატარდა 3-ქულიანი ტყორცნების კონკურსი, რომელშიც სამტრედიის გუნდის წევრმა გიორგი ჩაჩუამ გაიმარჯვა. მანვე დაისაკუთრა საუკეთეო მოთამაშისათვის დაწესებული სპეციალური პრიზი. ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩებს ადგილობრივ თვითმმართველობის მესვეურებთან ერთად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გამგეობის წევრი გია სანაძე დაესწრნენ, რომლებმაც დაჯილდოვების ცერემოანიალში მიიღეს მონაწილეობა.