მიხეილ ბერიშვილიდაიბადა: 1987 წლის 12 აპრილს თბილისში.კლუბი: ვითაამპლუა: ფორვარდისიმაღლე: 205 სმწონა: 97 კგკლუბები: თსუ (2003-2007), ვითა (2007-დღემდე).პირველი მწვრთნელი: გელა წულაძე და მიხეილ კობეშავიძე.ჰობი: ბილიარდის თამაში, კითხვა.
სტატისტიკა სუპერლიგა 2007/08-ში:
ქულა – 14.2მოხსნა – 5.6შედეგიანი გადაცემა – 2.5ჩაჭრა – 1.15დაფარება – 1.00
საუკეთესო მატჩი: 22.10.2007 “ენერჯი ინვესტთან” – 35 წუთი, 27 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება, 7/6 სამქულიანი.
წლევანდელი სეზონის წინ საქართველოს ჩემპიონატს, სუპერლიგას შეუერთდა ქართული საკლუბო კალათბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, “ვითა”, რომლის მთავარი მწვრთნელი არის ზურაბ ტომარაძე, ხოლო ასისტენტები კი მიხეილ კობეშავიძე და თემურ აბულაძე.გუნდმა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და გამოცდილი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს, რათ ნაკლოვანებები აღმოფხვრას.გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ახალგაზრდა ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი, რომელიც “ვითაში” წლევანდელი სეზონის დაწყებამდე გადავიდა და თავის საუკეთესო თვისებებს ავლენს.
– მიშა, პირველ რიგში, როგორ შეაფასებ შენს წლევანდელ გამოსვლას?- საკუთარი თამაშის შეფასება ალბათ, ცოტა არაკორექტული იქნება და სიმართლე გითხრათ, აჯობებს, თუ ამას სხვები, კალათბურთში ჩახედული ხალხი გააკეთებს.- მაინც, იქნებ მოკლედ საკუთარი გამოსვლა შეაფასო?- Gგარკვეული მიზეზების გამო, რომელთა შორის არასაკმარისი ფიზმომზადება მაინც უმთავრესია, მაქსიმუმს ვერ ვამჟღავნებ, თუმცა თუ საუკეთესო ფორმაში შევალ, გუნდისთვის გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლება. – “ვითაში” ძირითადად სამ ნომერზე თამაშობ, თუმცა რიგ შეხვედრებში მძიმე ფორვარდადაც გაყენებენ. რომელ ამპლუაში გრძნობ უფრო კონკრეტულად თავს?- ყველგან, სადაც კი მწვრთნელები დამაყენებენ. სამ ნომერზე გაცილებით მეტი მაქვს ნათამაშები, ოთხი ნომრისთვის კი ფიზიკური კონდიციები არ მყოფნის. – შენი აზრით, საკუთარი თამაშის რომელ კომპონენტზე გაქვს ყველაზე მეტი სამუშაო?- ალბათ, ისევ და ისევ ფიზმომზადება მაქვს გასაუმჯობესებელი. შროლებზე ბევრს ვმუშაობ და ჩემი აზრით, თუნდაც შარშანდელთან შედარებით, ამ კომპონენტში პროგრესი შეიმჩნევა. საერთოდ, საკუთარ თავზე ბევრი მაქვს სამუშაო და ინდივიდუალურად გაცილებით მეტის გაკეთება შემეძლება. ცხადია, ეს ინდივიდუალიზმი გუნდურ წარმატებაში უნდა გადავიდეს.- “ვითამ” ბოლო მატჩები წარუმატებლად ჩაატარა. რა არის ამისი მთავარი მიზეზი?- გუნდი წელს პირველად შეიკრიბა და ალბათ, ყველა კომპონენტის შეჯერებისთვის არასაკმარისი დრო გვქონდა. არა მგონია, წარუმატებლობამ დიდხანს გასტანოს. “ვითაში” ძალიან გამოცდილი მწვრთნელები გვყავს, რომლებიც საერთო სურათის გასაუმჯობესებლად ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც მალე იქნება. – თანაგუნდელებიდან ვის გამოარჩევდი?- “ვითაში” არაჩვეულებრივი ატმოსფეროა, ერთი ოჯახივით ვართ. ჩემზე გაცილებით გამოცდილი მოთამაშებისგან ყველაფერს აუცილებელს ვითვისებ და შემიძლია ვთქვა, რომ “ვითაში” ჩემი კარიერის საკმაოდ მნიშვნელოვან პერიოდს ვატარებ.- შენს საუკეთესო შეხვედრას ხომ ვერ გაიხსენებდი?- წლევანდელ სეზონში თუ საერთოდ?- ჯერ წლევანდელი სეზონი გავიხსენოთ.- სუპერლიგის პირველივე ტურში წავაგეთ “ენერჯი ინვესტთან”, მაგრამ იმ შეხვედრაში 7 სამქულიადან 6 ჩავაგდე და საკმაოდ კარგადაც ვითამაშე. სამწუხაროდ, ის შეხვედრა “ვითას” სასარგებლოდ არ დასრულებულა.- კარიერაში?- სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ.- კალათბურთში შენი კერპი ვინ არის?- მაიკლ ჯორდანი და კობი ბრაიანტი.- რომელ გუნდში თამაშია შენი ოცნება?- NBA -ს ნებისმიერ გუნდში.