იტალიამ ესტონეთს სძლია და მერიის თასისთვის საქართველოს შეხვდება

იტალიამ ესტონეთს სძლია და მერიის თასისთვის საქართველოს შეხვდება

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის მერიის მეორე ტურის მატჩში ესტონეთს სძლია და ფინალის დარ მატჩში, რომელიც 16 აგვისტოს, 21:00 საათზეა დაგეგმილი, საქართველოს ნაკრებს შეხვდება.
თბილისის მერიის თასისთვის საქართველო და იტალია იბრძოლებენ, რომლებმაც თავიანთი საწყისი მატჩები მოიგეს. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა საქართველომ გახსნის მატჩში ესტონეთი შეარცხვინა (90:55), რის შემდეგაც ლატვიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 78:76 სძლია. იტალიელებმა კი ჯერ ლატვიას სძლიეს (82:63), გუშინ კი ესტონეთიც არ დაინდეს -85:61.
ეს მატჩი იმით უფრო იყო გამორჩეული, რომ იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, ცნობილი სიმონე პიანიჯანი მოედნიდან გააგდეს. მან შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ მსაჯს და მაკა კუპატაძისგან საკადრისი დისკვალიფიკაციაც მიიღო.
16 აგვისტოს, სპორტის სასახლეში თბილისის მერიის ბოლო 2 მატჩი გაიმართება. ესტონეთი და ლატვია მესამე ადგილისთვის ითამაშებენ, ხოლო 21:00 საათზე საქართველოსა და იტალიის ფინალის დარი მატჩი გაიმართება.
იტალია – ესტონეთი 85:61

 

ბ/შ

იტალია

2

2

0

167:124

4

საქართველო

2

2

0

168:131

4

ლატვია

2

0

2

139:160

2

ესტონეთი

2

0

2

116:175

2