ცხელი ინფორმაცია ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქე იტალიის ეროვნული გუნდის ბანაკიდან. გუშინ, იტალიისა და ჰოლანდიის ამხანაგურ მატჩში აპენინელთა მთავარმა იმედმა, „ლოს ანჯელეს კლიპერისის“ ახალშენაძენმა სნაიპერმა, დანილო გალინარიმ მარჯვენა, მსროლელი ხელი მოიტეხა და ევრობასკეტს გამოტოვებს.
ეპიზოდი, როცა გალინარიმ ხელი მოიტეხა
შემთხვევა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მოხდა, როცა ფარიდან ასხლეტილი ბურთისთვის გალინარი და ჰოლნდიელი მოთამაშე, ჯიტო კოკი (დუდა სანაძის გუნდელი „სან დიეგოში“) იბრძოდნენ. წინასწარი ინფორმაციით გალინარი ამ რთული ტრავმის კვალობაზე ადრიანად მომჯობინდება და „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ ერთად, რომელთანაც ცოტა ხნის წინ 3-წლიანი და 65 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ სეზონს დაიწყებს, თუმცა სანაკრებო საკითხი ქართველი გულშემატკივრისთვის გადაწყდა: იტალიის კალათბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ გალინარი ევროპის ჩეპიონატზე ვერ ითამაშებს.