ჩვენს ჯგუფში გამართული მეორე შეხვედრაც მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ამ ტურამდე ყველა წაგების მქონე პორტუგალიამ პირველი გამარჯვება იზეიმა – თანაც, საქართველოს უშუალო კონკურენტი პოლონეთი დაამარცხა, რის შემდეგაც ასეთი სიტუაცია შეიქმნა: საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი 2 თამაში (პორტუგალიაში და თბილისში ბულგარეთთან) თუ მოიგო, დიდი შანსია, მეორე ადგილზე გავიდეთ. არის პირველ ადგილზე გასვლის მცირე შანსიც და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ბელგიამ დარჩენილი სამივე შეხვედრა წააგო.
იმის შესახებ, თუ როგორ მოიგო პორტუგალიამ ეს შეხვედრა, ცალკე სათქმელია. პორტუგალიელები ნამდვილი გმირები არიან, რადგან მათ ისეთი თამაში შემოუტრიალა პოლონეთმა, რომ წესით მასპინძლები წელში უნდა გატეხილიყვნენ, მაგრამ… ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა კალათბურთში ძალიან იშვიათად ხდება. პორტუგალიელები 8 ქულას იგებდნენ, თამაშის დასრულებამდე კი 30 წამი რჩებოდა, თუმცა პოლონელებმა სასწაულებრივად მოახერხეს თამაშის დამატებით დროში გადაყვანა. მაციე ლამპემ საფინალო სირენამდე 27 წამით ადრე სამიანი ჩააგდო და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა. შემდეგ კი ტომას კელატიმ ჯარიმები, ლუკაშ კოზარეკმა სამიანი და დარდან ბერიშამ ორქულიანები მიითვალეს, ხოლო პორტუგალიამ ბოლო 10 წამში სამი საჯარიმო ააცილა და ასე გათანაბრდა ანგარიში – 75:75.
პორტუგალია – პოლონეთი. ადამ ჰრიშანიუკი და ფრანცისკო ჟორდაუ
პოლონელებმა ერთი გამარჯვების სიხარული ძირითადი დროის დასრულებისას მოილიეს. სლავები სიხარულისგან ერთმანეთს ეხვეოდნენ – მათ ლამის შეუძლებელი შესძლეს და ნახევარ წუთში 8–ქულიანი ჩამორჩენა გააბათილეს. თუმცა პოლონელებს დიდი იმედგაცრუება ხვდათ წილად. პორტუგალიელებმა მონახეს საკუთარ თავში ძალები, რომ ასეთ კრიტიკულ მომენტში მობილიზება მოეხდინათ და დამატებით 5 წუთში 1 ქულის სხვაობით – 85:84 მოეგოთ.
საქართველოს რეალური შანსი აქვს, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავოს და ევროპის ჩემპიონატზეც მოხვდეს. საამისოდ, უკვე სხვა გუნდებზეც ვიქნებით დამოკიდებულნი. გააჩნია, რა შედეგები დაფიქსირდება სხვა ჯგუფებში, უფრო სწორად, როგორი იქნება მეორე ადგილზე გასული გუნდების მონაგარი. ერთხელაც გაგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე წლეულს 5 გუნდი გადის (3 ჯგუფის გამარჯვებული, პლუს 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი).
სხვა ჯგუფებში კი ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მეორე ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატები ისრაელი, იტალია (A ჯგუფი) და მაკედონია (B ჯგუფი) არიან. ეს გუნდები რაც უფრო მეტ თამაშს წააგებენ, ჩვენთვის უკეთესია. მაკედონიამ წუხელ ჯგუფის აუტსაიდერ უნგრეთთან წააგო, იტალიამ კი ლატვიას არ დაუტოვა შანსი.
A ჯგუფი
20 აგვისტო
იტალია – ლატვია 109:93
მონტენეგრო – ფინეთი 91:71
1. მონტენეგრო 6 5/1 495/420 11
2. იტალია 6 3/3 473/461 9
3. ისრაელი 5 3/2 425/397 8
4. ლატვია 6 2/4 487/540 8
5. ფინეთი 5 1/4 355/417 6
დარჩენილი თამაშები:
23 ავისტო
ფინეთი-იტალია
ლატვია-ისრაელი
26 აგვისტო
ისრაელი-ფინეთი
იტალია-ჩერნოგორია
29 აგვისტო
ფინეთი-ლატვია
ჩერნოგორია-ისრაელი
B ჯგუფი
20 აგვისტო
უკრაინა – ბოსნია 87:69
უნგრეთი – მაკედონია 85:82
1. მაკედონია 6 4/2 468/402 10
2. დიდი ბრიტანეთი 5 5/0 435/398 10
3. უკრაინა 6 2/4 432/458 8
4. უნგრეთი 6 2/4 420/467 8
5. ბოსნია 5 1/4 361/391 6
დარჩენილი თამაშები:
23 აგვისტო
ბოსნია-უნგრეთი
მაკედონია-ბრიტანეთი
26 აგვისტო
უნგრეთი-უკრაინა
ბრიტანეთი-ბოსნია
29 აგვისტო
უკრაინა-ბრიტანეთი
ბოსნია-მაკედონია
C (ჩვენი) ჯგუფი
20 აგვისტო
საქართველო – ბელგია 63:86
პორტუგალია – პოლონეთი 85:84
(ძირითადი დრო: 75:75)
1. ბელგია 5 4/1 385/358 9
2. საქართველო 6 3/3 425/428 9
3. პოლონეთი 6 3/3 465/438 9
4. ბულგარეთი 5 3/2 392/350 8
5. პორტუგალია 6 1/5 398/491 7
დარჩენილი თამაშები:
23 აგვისტო
პოლონეთი-ბულგარეთი
ბელგია-პორტუგალია
26 აგვისტო
ბულგარეთი-ბელგია
პორტუგალია-საქართველო
29 აგვისტო
საქართველო-ბულგარეთი
ბელგია-პოლონეთი