საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის ორგანიზატორები ლონდონში, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. გასული წლის ივნის-ივლისში ჩატარებულ Junior NBA – GBF ლიგას კალათბურთის ფედერაციამ ორგანიზება საქართველოში ამერიკის საელჩოს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო დაკულტურული ურთიერთობის ბიუროს, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის Junior Nba-ს განყოფილებასა და ნბა-ს ევროპის ოფისთან ერთადგაუწია. ტურნირში, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა, საკვალიფიკაციო ეტაპიანად მონაწილეობა 52-მა გუნდმა მიიღო და პროექტი ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების მიერ ამ სფეროში საუკეთესოდ აღიარეს.
მიხეილ გაბრიჩიძე და ნილ მეიერი
საქართველოს მხრიდან ტურნირის ორგანიზატორები Junior Nba-ის ხელმძღვანელობამ ლონდონში მიიწვია. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე აღნიშნულ პროექტში ჩართულ ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო შეხვედრები გაიმართა Junior NBA-ს ევროპული ოფისის საკალათბურთო ოპერაციების დირექტორ ნილ მეიერთან და Junior Nba-ის სამუშაო ჯგუფთან.
Junior Nba-ის ხელმძღვანელობის მიწვევით პროექტის ორგანიზატორები ნბა-ს გლობალური თამაშების ეგიდით ლონდონში ჩატარებულ რეგულარული ჩემპიონატის მატჩს: დენვერი – ინდიანა დაესწრნენ.
კიდევ ერთხელ აღინიშნა გასულ წელს საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარებული Junior NBA – GBF ლიგის შესახებ და სამომავლო გეგმებიც დაისახა. გადაწყდა, რომ Junior NBA – GBF ლიგა საქართველოში სავარაუდოდ მარტის თვეში დაიწყება, ხოლო მანამდე ამ ლიგის სტრუქტურულ და ახალ სტრატეგიულ ფორმირებაზე იწარმოებს მუშაობა. Junior NBA – GBF ლიგის შესახებ სიახლეებს და პერიოდულად მოგაწვდით.
მიხეილ გაბრიჩიძე და ვანია ჩერნივეცი