კახეთის ჩემპიონატებში პირველი წრე დასრულდა

კახეთის ჩემპიონატებში პირველი წრე დასრულდა

კახეთის კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით აღნიშნული რეგიონის საკალათბურთო ჩემპიონატები მიმდინარეობს. ჩემპიონატები იმართება უმცროს (2001-წლიანები), უფროს (1998-99) და გოგონათა შორის. სამივე ტურნირში პირველი წრის თამაშები დასრულდა და სტარტი მეორე წრემ აიღო. რეგულარული ჩემპიონატი აპრილის ბოლოს დასრულდება, მაისიდან კი პლეი ოფის მატჩები დაიწყება და თითოეულ ტურნირში გამარჯვებულები და პრიზიორები გამოვლინდებიან.