კალათბურთელების ერისშვილური საქმე

კალათბურთელების ერისშვილური საქმე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერისშვილების“ ორგანიზებით დღეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დაირგა და ამ ღონისძიებაში საზოგადოების სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ამ საქმეს კალათბურთელების გარეშე არ ჩაუვლია – სუპერლიგისა (გუნდი “ჭიათურა”) და 20–წლამდელთა ჩემპიონატის (სტუ) მონაწილეებმა კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად თოთო ნერგების სიცოცხლეს დასაბამი დაუდეს.
ინიციატივა მას შემდეგ გამოიჩინა ორგანიზაცია „ერისშვილებმა“, რაც საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხალხს ხეების დარგვისკენ მოუწოდა. ანალოგიური ღონისძიებები მთელს საქართველოში იმართება, დღეს კი თბილისის ზღვაზე რამდენიმე ასეული ხე დაირგა.
 
ფოტოგალერეა თბილისის ზღვიდან: