კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა მოჭადრაკეებს

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მილოცვა მოჭადრაკეებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობას. ჩინეთში გამართული პლანეტის პირველობა საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ჩვენმა გუნდმა 17 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და უკან მოიტოვა ისეთი გრანდები, როგორიც რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთია. გისურვებთ, კიდევ არაერთი ჩემპიონობით გაგეხარებინოთ ქართველი გულშემატკივრები.