კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამძიმარი

დღეს, გამთენიისას, მორიგი მატჩი გამართა თორნიკე შენგელიას “ჩიკაგომ”. ჩიკაგოელებმა “ატლანტა ჰოუქს” უმაპინძლეს და 100:85 მოიგეს. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფორვარდს, რომელიც საქართველოში იმყოფება.
შენგელია სამშობლოში ბაბუის, ჯემალ შენგელიას გარდაცვალების გამოა ჩამოსული. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თანაუგრძნობს ეროვნული ნაკრების წევრს ბაბუის გარდაცვალების გამო. ფედერაცია თანაუგრძნობს ასევე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას მამის გარდაცვალების გამო.
გამოსვენება 13 თებერვალს, 14 საათზე. მისამართი: ქ. სამტრედია, ჯანელიძის ქუჩა, I ჩიხი.