კალათბურთის ფედერაციის განცხადება

იმის გამო, რომ სუპერლიგაში მოთამაშე „ავიამშენი“ ჩემპიონატის მსვლელობისას დაიშალა, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გუნდებს განაცხადში არსებული ადგილების რაოდენობა ერთით (ჩვიდმეტამდე) გაუზარდოს. ანუ სუპერლიგის გუნდებს ეძლევათ საშუალება, დაიმატონ „ავიამშენის“ ყოფილი წევრი იმ შემთხვევაშიც კი, თუკი განაცხადში მოთამაშეთა ლიმიტი (16 მოთამაშე) ამოწურული აქვთ.