კალათბურთის ფედერაციის მილოცვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს

კალათბურთის ფედერაციის მილოცვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებსა და სრულიად საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს დიდ წარმატებას. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ღირსეულად ჩაატარა ყველა დაპირისპირება და ფინალურ ბრძლაში იაპონელი რეი ჰიგუჩის ძლევით ჩვენს ქვეყანას მეორე ოლიმპიური ოქრო მოუტანა.
  კალათბურთის ფედერაცია ულოცავს გორელ ფალავანს ოქროს მედალს და ჩვენი ოლიმპიური ნაკრების იმ წევრებს, რომლებსაც რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების დასკვნით დღეებში მოუწევთ ასპარეზობა, წარმატებებს უსურვებს.