ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების ბილეთების გაყიდვა 30 ივლისის დილის 11 საათიდან დაიწყება სპორტის სასახლის სალაროებში. გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ ერთბაშად შეიძინონ ოთხივე თბილისური მატჩის ბილეთი (2 აგვისტო: საქართველო – პოლონეთი, 11 აგვისტო: საქართველო – პორტუგალია, 20 აგვისტო: საქართველო – ბელგია, 29 აგვისტო: საქართველო – ბულგარეთი)
ბილეთის ფასი იქნება 5, 10 და 15 ლარი:
5–ლარიანი ბილეთები: მე–2 იარუსი (მე–4, მე–8, მე–12, მე–16 სექორები)
10–ლარიანი ბილეთები: მე–2 იარუსი (1, 2, 3, 5, 6, 7, 9, 10, 11, 13, 14, 15 სექტორები)
15–ლარიანი ბილეთები: პირველი იარუსი (5, 6, 7, 13, 15 სექტორები)
გაყალბების თავიდან ასაცილებლად ყველა ბილეთს დატანებული ექნება სპეციალური დამცავი ჰოლოგრამა, რომელსაც სპორტის სასახლის შესასვლელში სპეციალური დაცვა გააკონტროლებს.