საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ორგზის ევროპის ჩემპიონი, საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, ქალბატონი ალისა ასიტაშვილი და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.
ალისა ასიტაშვილი დაიბადა თბილისში 1932 წლის 4 აპრილს.
1950 – 1960 წლებში იცავდა საქართელოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშც 1955 და 1957 წლებში გახდა სსრკ ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.
1954 – 1957 წლებში იცავდა სსრკ ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1954 და 1956 წლებში გახდა ევროპის ჩემპიონი.
ქალბატონი ალისა არის 1954 და 1955 წლებში საერთაშორისო ახალგაზრდული მეგობრული სპორტული თამაშების ორგზის გამარჯვებული, სტუდენტთა XII საერთაშორისო თამაშების (1954 წ) ვერცხლის პრიზიორი და საკავშირო ზამთრის შეჯიბრების ვერცხლის პრიზიორი (1959 წ).