კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი: გარდაიცვალა როლანდ გარუჩავა

კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი:  გარდაიცვალა როლანდ გარუჩავა

ფოთში და მის შემოგარენში კალათბურთი რომ ცოცხლობდა, უპირატესად ერთი ადამიანის დამსახურება იყო. დღეს კი ეს ადამიანი ცოცხალი აღარ არის. 28 ნოემბერს როლანდ გარუჩავა გარდაიცვალა. პატიოსანი, ამაგდარი, შრომისმოყვარე ადამიანი. ის გახლდათ დიდებული კალათბურთელი, რომელიც 1978 წლიდან თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდა. როლანდ გარუჩავა სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე გახლდათ. საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო წლებში ყოველთვის თამაშობდნენ მისი აღზრდილები. 

საქართველოს კალათბურთის ეროვოვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოხატავს როლანდ გარუჩავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს.