დუდა სანაძის “სან დიეგომ” ამერიკის სტუგენტურ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. სანდიეგოელებმა თანაშტატელ “სან ფრანცისკოს” უმასპინძლეს და შეხვედრა ბროლაში – 67:74 დათმეს.
სანდიეგოელებმა პირველი ტაიმი 30:34 წააგეს, თუმცა შემდეგ თამაში გამოასწორეს და 12 ქულით დაწინაურება მოახერხეს. თამაშის დასრულებამდე 9 წუთით ადრე სანაძის გუნდი 56:46 იგებდა, მაგრამ დასკვნით ეპიზოდში ვერ იყოჩაღა და მარცხი განიცადა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 31 წუთში 15 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. 18 ქულა ჰქონდა მის თანაგუნდელ ჯონი დის, ხოლო დენის კრამერმა 11 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.
4 მოგებითა და 7 წაგებით სანდიეგოელები “ვესტ ქოუსთის” კონფერენციაში მე-7 ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს სანაძის გუნდი კვლავ შინ, 8 თებერვალს, ბოლოადგილოსან “სანტა კლარასთან” გამართავს.
TEAM
CONF
OVERALL
გონზაგა
11-1
21-3
ბრიჰემ იანგი
7-4
15-9
სან ფრანცისკო
7-4
14-9
სეინთ მერი
6-4
16-7
პეპერდაინი
6-5
13-10
პორტლენდი
5-7
13-11
სან დიეგო
4-7
13-11
პასიფიკი
3-7
12-9
ლოიოლა
3-8
11-12
სანტა კლარა
3-8
10-14