ხათუნა გაბედავას გაწვრთნილმა „მართვე–3“–მა დღეს ნახევარფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ლიკა ქაჯაიას „51–ე სკოლა“ და ფინალში გავიდა.
შეხვედრა ისეთი დრამატული არ გამოსულა, როგორიც სერიის წინა შეხვედრა – როცა გამარჯვებულის გამოვლენას დამატებითი დრო დასჭირდა. თუმცა აბა ისე როგორ იქნებოდა, ბოლოს ვითარება არ დაძაბულიყო. სანამ საფინალო წუთები მოატანდა, თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ მართველები, რაც ძირითადად მათი გამთამაშებლის, გიორგი გაბისონიას დამსახურება იყო. უფრო ზუსტად, გაბედავას გუნდის წარმატებაში მთელს შემადგენლობას მიუძღვოდა წვლილი, მაგრამ მეორე მეოთხედში, როცა „მართვე–4“–ის ლიდერობა გამოიკვეთა, შეტევებს ძირითადად გაბისონია უძღვებოდა.
პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც მართველებმა 9 ქულთ მოიგეს, მათი უპირატესობა კიდევ უფრო გამყარდა. გაბედავას გუნდმა მეტოქეს პერიმეტრიდან შეუტია და გუგა მესხის, ბექა აბდუშელიშვილის და ნიკა ბურჯანაძის სამქულიანებით გადამწყვეტი მეოთხედის წინ უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდეს.ბოლო მეოთხედში მართველების საქმე კარგად მიდიოდა მანამ, სანამ მოედნიდან გაბისონია არ გავადრა. მერე კი გაბედავას გუნდი 69 ქულაზე გაიყინა და მტელი 4–5 შეტევა ისე გაანიავა, რომ ბურთი ვერ ჩააგდო. ამასობაში 51–ე სკოლელებმა ქულამდე შეამცირეს ჩამორჩენა და მეტსაც მიაღწევდნენ, რომა არა მესხის უმნიშვნელოვანესი სამქულიანი, რამაც ქაჯაიას გუნდი დააბნია და მატ მომდევნო შეტევები გაანიავეს. მესხმა 2 საჯარიმოც მიითვალა და დარჩენილ დროში „მართვე–3“–მა ლიდერობა იოლად შეინარჩუნა.მაშ ასე – ფინალისტები ცნობილნი არიან. 16–წლამდელთა ჩემპიონის გამოსავლენად ერთმანეთს ხათუნა გაბედავას „მართვე–3“ და „ქუთაისი“ შეეცილებიან. ფინალური სერია 29 აპრილს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას 1 მაისს ქუთაისი უმასპინძლებს.