საკონტროლო მატჩებში ჩაება ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ხორვატიაც. ექსიუგოსლავიელებმა პირველი მოსამზადებელი მატჩი 7 აგვისტოს ზაგრებში, მაკედონიასთან გამართეს. ხორვატებს გაუჭირდათ მაკედონიელთა ძლევა და საბოლოდ 5 ქულის სხვაობით – 72:67 იძალეს.
9 აგვისტოს ხორვატები საფრანგეთის ქალაქ სტრასბურის საერთაშორისო ტურნირში ჩაებნენ, სადაც მასპინძლები, ბერძნები და გერმანელები ასპარეზობდნენ. ხორვატებმა ყველა მატჩი წააგეს, საიდანაც ყველაზე უიმედოდ შეხვედრა მასპინძლებთან დათმეს. საფრანგეთმა ხორვატიას 92:60 მოუგო.
ყველაზე ახლოს ხორვატები გამარჯვებასთან ბერძნებთან შეხვედრაში იყვნენ. თანაბარ ბრძოლაში მიმდინარე შეხვედრის ბოლო საბერძნეთმა თავისი გაიტანა და საბოლოოდ 87:85 იმარჯვა. ტურნირის ბოლო შეხვედრა, რომელიც ხორვატიამ გერმანიასთან 11 აგვისტოს გაიმართა, 10 ქულით – 63:73 წააგო.
ხორვატია მომდევნო საკონტროლო მატჩებს მონტენეგროსთან – 15 და 16 აგვისტოს გამართავს.