ხორვატია – საქართველო. გუნდები მატჩისწინა მოთელვას გადიან

ხორვატია – საქართველო. გუნდები მატჩისწინა მოთელვას გადიან

საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებთა მატჩამდე რამდენიმე წუთი რჩება. იგორ კოკოშკოვის გუნდი ამ მატჩში ნომინალურად სტუმრად ითვლება და შესაბამისად, მუქი, კონკრეტულად კი წითელი ფორმით ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები უკვე დარბაზშია და წინასამატჩო მოთელვას გადის. ტრავმა არავის აწუხებს და გუნდში საბრძოლო განწყობაა. ტრიბუნები მატჩის დაწყებამდე40 წუთით ადრე ცარიელია, თუმცა სავარაუდოდ, ხორვატებს ამ მატჩში დიდი მხარდაჭერა ექნებათ. მოსაზღვრე ხორვატიიდან სლოვენიაში ბლომად გულშემატკივარია ჩამოსული.
გთავაზობთ მატჩში მონაწილე გუნდების განაცხადებს

იგორ კოკოშკოვი და მეტ ბრაისი
http://www.gbf.ge/Uploads1/slo-xorvatiastan-matchamde-repesha.jpg
ხორვატთა თავკაცი იასმინ რეპეშა მატჩამდე