ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ხორვატიამ და ლიტვამ
შეავსეს. ხორვატებთან ქართველებმა ევრობასკეტის პირველ ჯგუფურ ეტაპზე დრამატულ
ბრძოლაში 76:77 წააგეს, ხოლო ლიტვასთან 1 სექტემბერს გამართულ ბოლო საკონტროლო
მატჩში ძირითადი დრო 77:77 ითამაშეს და შეხვედრა ოვერტაიმში
დათმეს.
ამით იმის ხაზგასმა გვინდა, თუ რა მციორე მანძილია
ევრობასკეტის მონაწილეებს შორის. საქართველომ, რომელმაც ტოლ-სწორად ეთამაშა
ხორვატიას და ლიტვას, ჯგუფში ჩარჩა, ხორვატია და ლიტვა კი კონტინენტის საუკეთსო 4
გუნდში მოხვდნენ და უფრო წინ წასვლის შანსიც აქვთ.
ხორვატებმა მეოთხედფინალში უკრაინა დაამარცხეს. თანაბარი
მხოლოდ პირველი მეოთხედი გამოდგა, რომელიც 22:22 დასრულდა. მეორე მეოთხედიდან
ხორვატებმა ინიციატივა მოიპოვეს და საბოლოოდ გამარჯვებამდეც იოლად
მივიდნენ.
ბოლო მეოთხედფინალში ლიტველებმა იტალია დაამარცხეს.
ბალტიისპირელები მატჩის უმეტესი დრო ლიდერობდნენ, თუმცა გადამწყვეტ მომენტში
უპირატესობა სოლიდური გახადეს და იტალიელებმა ჩამორჩნის მხოლოდ 4 ქულამდე შემცირება
მოახერხეს.
მეოთხედფინალი
19 სექტემბერი
ხორვატია – უკრაინა 84:72
ლიტვა – იტალია 81:77
ნახევარფინალი
20 სექტემბერი
ლიტვა – ხორვატია
19:45
ესპანეთი – საფრანგეთი
23:00