ხვალ იწყება სუპერლიგის პლეი ოფი. 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში
დაწყვილდნენ და ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძოლას იწყებენ. 4 წყვილიდან ყველაზე
საინტერესო სავარაუდოდ „ბათუმისა“ და შსს–ს დაპირისპირება უნდა იყოს.
ერთადერთი გუნდი, რომელიც პლეი ოფში ვერ გავიდა, „ჭიათურაა“, რომელმაც
მე–9 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება „ავიამშენს“, ეგ გუნდი ფორმალურად წერია
ცხრილში, ისე კი პირველი წრის შემდეგ დაიშალა და მეორე წრეში ყველა მეტოქესთან
ტექნიკური წაგება ჩაეთვალა. მეოთხედფინალში დაწყვილების პრინციპი ტრადიციული იყო:
შედარებით მაღალ საფეხურზე გასული გუნდები შედარებით დაბლა მყოფებს შეხვდნენ. ნახევარფინალში
გავა ის გუნდი, რომელიც 2 გამარჯვებას მოიპოვებს.
ენერჯი–ინვესტი
– სამედიცინო–აკადემია (რეგულარულში: 106:60, 90:49)
რეგულარული ჩემპიონატის მომგები „ენერჯი–ინვესტი“ სუპერლიგის
დებიუტანტს, მე–8 ადგილის დამკავებელ „სამედიცინო–აკადემიას“ შეხვდება. ამ წყვილში
უდავო ფავორიტი რუსთავული გუნდია, მედიკოს–აკადემიელებისთვის კი ეს იქნება
გამოცდილების მისაღები მატჩები. მათი გუნდი ხომ მთლიანად 17–18 წლის ბიჭებითაა
დაკომპლექტებული. რეგულარულ ჩემპიონატში რუსთაველებმა ორივე მატჩი მოუგეს „სამედიცინო–აკადემიას“:.
სსაუ
– დინამო (119:59, 114:95)
ამ წყვილში ფავორიტი აგრარული უნივერსიტეტის გუნდია (სსაუ). მიხეილ
კობეშავიძის გუნდმა დინამოელები რეგულარული ჩემპიონატის ორივე მატჩში იოლად
დაამარცხა. სავარაუდოდ, არც მეოთხედფინალში უნდა გაუჭირდეთ აგრარელებს, თუმცა პლეი
ოფში თამაშს სხვა განცდა აქვს და დინამოელებიც ალბათ მაქსიმუმს გაიღებენ, რათა
ღირსეული ბრძოლა გაუმართონ გასული წლის ვერცხლის პრიზიორ სსაუ–ს.
თსუ–
სოხუმი (107:77, 90:69)
სოხუმელებმა რეგულარულ ჩემპიონატში იოლად თითქმის არც ერთ ფავორიტს არ
დაანებეს გამარჯვება. სხვანაირად რომ ვთქვათ, არც ერთ ლიდერს სოხუმთან იოლი
გასეირნება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ სოხუმელები თსუ–სთან
მეოთხედფინალურ სერიაშიც მაქსიმუმს გაიღებენ, რაც უპირველესად მაყურებელთა
წისქვილზე დაასხავს წყალს. რაც უფრო საინტერესო იქნება თამაშები, მაყურებელი მეტად
კმაყოფილი დარჩება.ოღონდ
თქვენ კარგად იყავით და ჩვენი დედაც მოვტყან – აცხადებს პირველი არხის
დირექტორი.
ისიც უნდა ითქვას, რომ თსუ–ს ჩემპიონობის ამბიცია აქვს და „სოხუმისგან“
ალბათ არანაირ საშიშროებას არ მოელის. ანუ ამ ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად განწყობა
სოხუმელებისთვის უფრო იოლია, ვიდრე სტუდენტებისთვის. თუმცა ძალა აღმართს ხნავსო,
ნათქვამია და ნუგზარ ჭეიშვილის გუნდს
ნახევარფინალში გასვლის „სოხუმზე“ ბევრად მეტი შანსი აქვს.
ბათუმი
– შსს (94:83, 75:86)
დააკვირდით ამ გუნდებს შორის რეგულარულ ჩემპიონატში ნათამაშევ
მატჩებს. მეტოქეებმა თითო თამაში ერთნაირი სხვაობით – 11 ქულით მოიგეს. ორივე
გუნდმა თანაბარი ქულები დააგროვა და შესაბამისად, ბოლო ტურამდე ვერ გაირკვა,
რომელი მათგანი გავიდოდა მე–4 ადგილზე. საქმე იმაშია, რომ თუკი პირად შეხვედრებში
ქულებიც თანაბრადაა განაწილებული და მიღებულ–ჩაგდებული ბურთებიც, მაშინ უპირატესობა
საერთო ბურთების შეფარებას ენიჭება. ამაში კი ბათუმელებმა იძალეს და მეოთხე
ადგილთან ერთად შსს–სთან მეოთხედფინალურ სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.
სწორედ ამ წყვილში ვარაუდობენ ყველაზე დიდ ბრძოლას. ბათუმელებს
მოედნის უპირატესობა უმაგრებთ ზურგს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი სერიაში ანგარიში
1:1 გახდება, მესამე, გადამწყვეტი შეხვედრა ბათუმში გაიმართება. პირველი მატჩი
ხვალ ბათუმში 18 საათზე დაიწყება, ხოლო მომდევნო შეხვედრას თბილისის სპორტის
სასახლე 16 აპრილს უმასპინძლებს და ეს მატჩი პირველი არხით პირდაპირ ეთერში
გადაიცემა.