თბილისის ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უკანასკნელი ღია ვარჯიში ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში (დივიზიონი B), რომელიც უნგრულ დებრეცენში გაიმართება.
ჩვენი ეროვნულ გუნდს, რომელსაც სათავეში მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე და ასისტენტი ამროსი ორმოცაძე უდგანან, ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:
მეტრეველი ნიკა (213 სმ)ტარიელ თავართქილაძე (193 სმ)დავით მაისურაძე (204 სმ)ტატო ჩაჩიბაია (200 სმ)ბექა ჩიკვილაძე (195 სმ)ალეკო ძიძიგური (193 სმ)გიორგი ჯგერენაია (206 სმ)აკაკი ლომოური (192 სმ)კონსტანტინე ტომარაძე (197 სმ)გიორგი ნანიტაშვილი (186 სმ)გიორგი შარაბიძე (211 სმ)თორნიკე შენგელია (198 სმ)
ჯგუფური ეტაპის კალენდარი 25.07: დანია – სლოვაკეთი, უნგრეთი – ფინეთი.26.07: საქართველო – უნგრეთი, ფინეთი – დანია.27.07: სლოვაკეთი – ფინეთი, დანია – საქართველო.28.07: უნგრეთი – დანია, საქართველო – სლოვაკეთი.29.07: საქართველო – ფინეთი, სლოვაკეთი – უნგრეთი.
მიხეილ კობეშავიძე: “გუნდი მაქსიმალურად მოემზადა ამ მეტად საპასუხისმგებლო ტურნირისთვის, სადაც თითოეულმა მოთამაშემ მაქსიმუმი უნდა გაიღოს და ქართული კალათბურთი ასახელოს. გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული და იმედი მაქვს, რომ თავის მაქსიმუმს აჩვენებს. ჩვენი მიზანი ერთი დივიზიონით მაღლა ანაცვლებაა და ყველანაირად ვეცდებით, მინიმუმ, ფინალში გავიდეთ. ჩვენს გუნდს ნამდვილად აქვს იმისი პოტენციალი, რომ ჩემპიონატის გამარჯვებული გახდეს.გვყავს სერიოზული კონკურენტები. ჩვენს ქვეჯგუფში მოხვდნენ მასპინძლები, უნგრელი კალათბურთელები, ვის წინააღმდეგაც გამოსვლა საკმაოდ რთული იქნება. რთული მატჩები გველის სხვებთანაც, კერძოდ, ფინელებთან, რომლებსაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში ძლიერი გუნდი ჰყავთ. ასე რომ, ვაცნობიერებთ ტურნირის სირთულეს, მაგრამ ჩვენი თავის გვეიმედება და ვეცდებით, დასახული მიზანი შევასრულოთ.”
ნიკა მეტრეველი: “რთული მატჩები გველის, თუმცა ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგ კონდიციებშია და ვეცდებით საუკეთესო კალათბურთის დემონსტრირება მოვახდინოთ. საკუთარი ძლების ნამდვილად გვჯერა.”ბოლოს კი გეტყვით, რომ ნაკრების წევრებმა კაპიტნად ალეკო ძიძიგური აირჩიეს, რომელიც ბოლო სეზონში “ვიტას” ღირსებას იცავდა.