სპორტული ეკიპირების კომპანია „ნანობაიონიკი“ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საკუთარი ინოვაციური პროდუქტით – ეგრედ წოდებული „ენერგეტიკული მაისურებით“ შემოსავს. კომპანიამ საქართველოს ნაკრების მოთამაშეებსა და სამწვრთნელო შტაბს უკვე გადასცა აღნიშნული მაისურები, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიითაა დამზადებული და მოთამაშეებს ვარჯიშის დროს ენერგიის დაზოგვასა და სწრაფ აღდგენაში ეხმარება.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნული მაისურები გახლავთ ბოლო სიტყვა თანამედროვე სპორტული ეკიპირებაში. „ნაობაიონიკის“ პროდუქცია ხელს უწყობს გამძლეობის და მოქნილობის გაძლიერებას, დაღლილობის შემცირებას და ტანის ტემპერატურის შენარჩუნებას. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.nanobionic.com/en/, www.nanobionic-group.com
ერმის ციპსიკასი, „ნანობაიონიკის“ აღმასრულებელი მენეჯერი: „ჩვენ გვეამაყება, რომ საქართელოს ნაკრების მოთამაშეები ატარებენ ჩვენი ბრენდის მაისურებს, რომლებიც მათ ეხმარებათ ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში. ჩვენ მათ ვუსურვებთ წარმატებულ სეზონს“.
ილიას ზუროსი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი: „ჩვენ მოხარულები ვართ „ნანობაიონიკთან“ თანამშრომლობით, რომელიც გვამარაგებს ინოვაციური პროდუქტით. ეს მაისურები ეხმარება მოთამაშეებს, უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები და ევრობასკეტ 2017-ის დატვირთუი გრაფიკის პირობებში შეძლონ დახარჯული ენერგიის სწრაფი აღდგენა. „
თორნიკე შენგელია, ეროვნული ნაკრების კალათბურთელი: „პრველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრაკომპანია „ნანობაიონიკს“, რომელმაც მოგვაწოდა ეს პროდუქცია. მე უკვე 2 წელია, ამ მაისურებს ვატარებ და ის ძალიან ხელსაყრელი ვარჯიშის დროს დ მის შემდეგაც. ასევე თამაშის დროს, მისი დარულებისას. „ნანობაიონიკის“ მაისურები საკმაოდ კომფორტულია“.
მანუჩარ მარკოიშვილი, ეროვნული ნაკრების კალათბურთელი: „ნანობაიონიკის“ მაისურები ნომერი პირველი პროდუქტია, რომელიც ვარჯიშის დროს გმატებს ენერგიას, ხოლო მისი დასრულების შემდეგ ძალების აღდგენაში გემარება.
გიორგი შერმადინი, ეროვნული ნაკრების კალათბურთელი: „მე მომწონს ნანობაიონიკის მაისურები. ის ძალიან მეხმარება და დამატებით ენერგიას მანიჭებს“.