მესამე ტურის მეორე მატჩი ჩატარდა დღეს სპორტის სასახლში. თავდაცვის
სამინისტროს გუნდმა „არმიამ“ სეზონის პირველი გამარჯვება სტუ–ს 101:87 ძლევით
მოიპოვა.
ტექნიკოსებმა პირველ მეოთხედში მედგრად ებრძოლეს არმიელებს და
ათწუთეული მხოლოდ 3 ქულით დათმეს. თუმცა მეორე მეოთხედიდან ლევან მოსეშვილის
შეგირდები ამოქმედდნენ და პირველი ტაიმის შემდეგ „არმია“ უკვე 22 ქულით იგებდა – 60:38.
არმიელთაგან ანატოლი ბოისა, დავით უგრეხელიძე, ზვიად ბაბიაშვილი და
კოტე ტუღუში გამოირჩეოდნენ. ამ უკანასკნელმა სულაც სეზონის პირველი ორმაგი
დუბლი შეასრულა – ტუღუშმა 24 ქულა, 14
მოხსნა და 10 პასი მიითვალა. ბოისამ კი დაფარებებში სეზონის საუკეთესო შედეგი
შედეგი აჩვენა – 5 დაფარება, რასაც 8 მოხსნა და 6 პასიც მოაყოლა. რაც შეეხება
დამარცხებულებს, სტუ–ში 25 ქულით ბექა ჩიკვილაძე გამოირჩა, ხოლო ვასილ ბერუაშვილს
23 ქულა დაუგროვდა.
მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=283