ულების თასზე მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებსაც მოუხდათ თამაში. E ჯგუფში მანუჩარ მარკოიშვილის “ბენეტ კანტუ” სტამბულის ”გალათასარაის” ესტუმრა და 57:76 დამრცხდა. ქართველმა უკანახაზელმა 24:16 წუთს ითამაშა და 5 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ”მანუმ” 3-დან 1 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ.F ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა ტაირონ ელისის ”ესტუდიანტესმა”, რომელიც ფრანგულ “რუანს” ესტუმრა და 93:89 იმარჯვა. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 20:43 წუთში 16 ქულა და 2 პასი მიითვალა და ესპანური კლუბის გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდო. ელისმა 7-დან 5 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.გაიმარჯვა საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ნატურალიზებული მოთამაშის ტორინ გრინის კლუბმა ”გრან კანარიამაც”. ჩერნოგორიულ ”ბუდუჩნოსტთან” გასვლით შეხვედრაში კანარელებმა 90:66 იმარჯვეს, გრინმა კი 20:42 წუთში 8 ქულა, 2 ჩაჭრა და 6 პასი მიითვალა. ტორინმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.ფიბა-ს ევროჩელენჯის გათამაშებაში ისევ დამარცხდა გიორგი ცინცაძის ”როკი”. ტარტულებმა ბულგარულ ”ლუკოილ აკადემიკს” უმასპინძლეს და 72:80 წააგეს. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 24 წუთს ითამაშა და ესტონურ კლუბს 11 ქულა, 1 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა შეაწია. ცინცაძემ 5-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 3 შეცდომა დაუშვა.