ნიკა მეტრეველის „კაპო დ’ორლანდოს“ წარუმატებელი მატჩების სერია გრძელდება, თუმცა გასულ ტურში ჩვენთვის სასიამოვნო ამბავი მოხდა. სერია „ა“-ში დებიუტი ჰქონდა 17 წლის ქართველ კალათბურთელ ლევან ბაბილოძეს. ახალგაზრდა უკანახაზელმა „პისტოიასთან“ სტუმრად 75:103 წაგებულ მატჩში 3 წუთი ითამაშა და შეხვედრა თითო ქულა-მოხსნა-პასით დაასრულა.
ბურთით ლევან ბაბილოძე
დორლანდოელთა მეორე ქართველმა ლეგიონერმა – ნიკა მეტრეველმა 18 წუთი ითამაშა და 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტრეველმა 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
სერია „ა“-ში პირველი წრე დასრულდა და ახლა თასის გათამაშების მატჩები გაიმართება, რომელშიც ქართველების გუნდი მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან ტურნირში ძალებს მოწინავე 8 გუნდი მონაწილეობს. მომდევნო მატჩს დორლანდოელები 17 იანვარს, სტუმრად „კანტუსთან“ გამართავენ. 4 მოგებითა და 11 მარცხით „დ’ორლანდო“ სერია „ა“-ს ბოლო, მე-16 ადგილზეა.