გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, “დინამო თბილისის” უბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.
პანაშვიდი: 6 და 7 მარტს. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 75, პირველი სადარბაზო, მე-8 სართული
გამოსვენება: 8 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიური სასახლიდან (უნივერსიტეტის ქ. 15ა)
ტიტულები და მიღწევები
- ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
- ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
- სსრკ ჩემპიონი: 1968
- სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
- სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
- სსრკ თასი: 1969
- სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
- სპორტის რაინდი — 2012
- საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
- სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
- საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.