ლიტვა და საფრანგეთი ოქროსთვის იბრძოლებენ

ლიტვა და საფრანგეთი ოქროსთვის იბრძოლებენ

ევროპის ჩემპიონიბისთვის ერთმანეთს ლიტვა და საფრანგეთი
შეეცილებიან. ფინალში ასპარეზობის უფლება ამ გუნდებმა ნახევარფინალში მიღწეული
წარმატებით მოიპოვეს. თუკი ბალტიისპირელებს არ გასჭირვებიათ ხორვატიის ძლევა,
საფრანგეთს უდიდესი ძალისხმევა, დამატებითი დრო დასჭირდა ესპანეთის
დასამარცხებლად.

ესპანელებმა პირველი მეოთხედი 4 ქულით მოიგეს, თუმცა მეორეში
უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და პირველი ტაიმის შემდეგ 14 ქულით – 34:20
დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ფრანგებიც გამოფხიზლდნენ და ტონი პარკერს, რომელიც
ყველაზე ნათელი წერტილი იყო მთელი მატჩის განმავლობაში, მხარი აუბეს. მესამე
პერიოდი ფრანგებმა 23:15 მოიგეს და ესპანელებზე გადამწყვეტი იერიში ბოლო ათწუთეულში
მიიტანეს.
ბოლო პერიოდის შუაში ფრანგები დაწინაურდნენ, თუმცა ლიდერი ხშირად
იცვლებოდა და საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ – 65:65 დასრულდა. დამატებით დროში
ფრანგებმა მეტი ზალისხმევა და სიზუსტე გამოავლინეს და 3 ქულით – 75:72
გაიმარჯვეს.
ფრანგებს 32 ქულით ტონი პარკერმა ულიდერა, ხოლო მეორე მოთამაშე,
რომელმაც მონაგარი ორი ციფრით გამოხატა, ანტონი დიო გახლდათ – 10 ქულა.
ესპანელთაგან მარკ გასოლი გამოირჩა 19 ქულა-9 მოხსნით, რუდი ფერნანდესს 17 ქულა
ჰქონდა, ხოლო სერხიო როდრიგესმა შეხვედრა 11 ქულა-9 პასით დაასრულა.

რაც შეეხება ლიტვას, იონას კაზლაუსკასის გუნდმა იოლად დაამარცხა
ხორვატია, რომელსაც საქართველოსთან მატჩიდან დაწყებული ჩემპიონატის მანზილზე დიდი
ბრძოლები გადახდა. ხორვატები აშკარად გადაღლილები ჩანდნენ და საათივით აწყობილ
ლიტვასთან ვერაფერი გააწყვეს. იონას მაჩიულისმა (23 ქულა) და ლინას კლეიზამ (22
ქულა) ხორვატებს პერიმეტრიდან დიდი პრობლემები შეუქმნეს, ისევე როგორც მანტას
კალნიეტისმა – სწრაფი გარღვევებით. საბოლოოდ ლიტველებმა 77:62 მოიგეს და ოქროს
მედლებისთვის იბრძოლებენ.

ისტორიული გამოდგა ეს ჩემპიონატი უკრაინასთვის, რომელმაც
მეოთხედფინალიდან გავარდნის შემდეგ V-VIII
ადგილებისთვის ბრძოლა განაგრძო და პირველი მატჩი იტალიას 66:58
მოუგო. ამით უკრაინელებმა ჩემპიონატზე მინიმუმ მე-6 ადგილი გაინაღდეს, რაც იმას
ნიშნავს, რომ 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებენ. მაიკ ფრატელოს გაწვრთნილი
უკრაინელები მე-5 ადგილისთვის მატჩში სლოვენიას
შეხვდებიან.
21 სექტემბერს ლიუბლიანაში 2 მატჩი გაიმართება: მსოფლიოს ჩმპიონატზე
უკვე გასული სლოვენია-უკრაინა მე-5 ადგილისთვის იბრძოლებენ, ხოლო იტალია და

 
ნახევარფინალი. 20 სექტემბერი
ლიტვა – ხორვატია 77:62
ესპანეთი – საფრანგეთი 72:75

ძირითადი დრო: 65:65
V-VIII
ადგილებისთვის. 20 სექტემბერი
იტალია – უკრაინა 58:66
მე-3 ადგილისთვის. 22 სექტემბერი
ხორვატია – ესპანეთი
ფინალი. 22 სექტემბერი
საფრანგეთი – ლიტვა