მაიკლ დიქსონი 11 ქულა და გასვლითი გამარჯვება “კოროვიოსთან”

მაიკლ დიქსონი 11 ქულა და გასვლითი გამარჯვება “კოროვიოსთან”

საქართელოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა, რომელიც ბერძნული აეკ-ის ღირსებას იცავს, საბერძნეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ათნური კლუბი „კოროვიოსს“ ესტუმრა და 26 ქულით – 89:63 დაამარცხა
მაიკლ დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24 წუთში 11 ქულა, 1 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 9-დან 5 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
ათენელებს 17 მოგება და 5 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. აეკ-ი მომდევნო მატჩს 25 მარტს, შინ, ერთ-ერთ ლიდერ “პანათინაიკოსთან” გამართავს.