მაიკლ დიქსონის აეკ-ი “პანათინაიკოსთან” 2 ოვერტაიმში დამარცხდა

მაიკლ დიქსონის აეკ-ი “პანათინაიკოსთან” 2 ოვერტაიმში დამარცხდა

ერთ-ერთი ევროპული გრანდის დამარცხებამდე ცოტა დააკლდა მაიკლ დიქსონის აეკ-ს. საბერძნეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში სწორედეს გუნდები შეხვდნენ და ეს მატჩი ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული გამოდგა. გამარჯვებულის გარკვევას 2 ოვერტაიმი დასჭირდა.
მატჩის ძირითადი დრო 77:77 დასრულდა, პირველი ოვერტაიმის შემდეგკი ანგარიში 84:84 გახლდათ. აი, მეორე ოვერტაიმში აეკ-ი მოიშალა და 5-წუთული3:22 (!) წააგო და სბოლოოდ 87:106 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმამოედანზე 12:02 წუთი გაატარა და 4 ქულა ჩააგდო. მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
  
აეკ-ს 17 მოგების წილ 6 მარცხი მოუგროვდა და მე-3 ადგილზე რჩება, წინ კი “პანათინაიკოსი” და “ოლიმპიაკოსი” არიან. დიქსონის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 აპრილს, სტუმრად, აუტსაიდერ “ლეფკადასთან” გამართავს.