მაიკლ დიქსონის მორიგი mvp-ის ტიტული

მაიკლ დიქსონის მორიგი mvp-ის ტიტული

მაიკლ დიქსონის მორიგი აღიარება – საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი კალათბურთელი, რომელიც ბერძნული აეკ-ის ღირსებას იცავს, მორიგი ტურის მატჩში საუკეთესო იყო. ათენელებმა ამჯერად „კიმისი“ დაჩაგრეს, რომელიც სტუმრად 81:55 დაამარცხეს. 
გამარჯვებულთა შორის საუკეთესო ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი უკანახაზელი გახლდათ. დიქსონმა 22.46 წუთი ითამაშა, 18 ქულას (შვიდიდან 3 სამქულიანი, ექვსიდან 4 ორქულიანი, ერთიც საჯარიმო) 5 მოხსნა, ერთი შედეგიანი გადაცემა მიამატა და ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მაღალი (18) ეფექტიანობის კოეფიციენტი ჰქონდა. 
სამი ტურის შემდეგ აეკ ბერძენთა საკალათბურთო ლიგას ლიდერობს. ასევე 3 მოგება აქვს პირეოსის “ოლიმპიაკოსს”, მაგრამ მას აეკ ბურთების სხვაობით ჯობნის. მომდევნო მატჩს დიქსონის გუნდი 29 ოქტომბერს გასვლაზე “ტრიკალასთან” გამართავს.