მაკედონიასთან პრინციპული მატჩის დღეს ქართველებმა “ციბონას” დარბაზში ივარჯიშეს (VIDEO)

მაკედონიასთან პრინციპული მატჩის დღეს ქართველებმა “ციბონას” დარბაზში ივარჯიშეს (VIDEO)

საქართველოს ნაკრებს დღეს ძალიან პრინციპული მატჩი ესლის. მაკედონიასთან მატჩს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პროგრამა მინიმუმი 4 ქულით გამარჯვებაა, ხოლო მაქსიმუმი 4-ზე მეტით მოგება. თუკი იგორ კოკოშკოვის გუნდმა დასახულ მიზანს მიაღწია, ბოლო ტურის მატჩებზე ვიქნებით დამოკიდებული, რომელშიც ერთმანეთს მაკედონია-სლოვენია და ჰოლანდია-საბერძნეთი ხვდებიან. აღნიშნულ მატჩებში ქართველების კონკურენტმა ჰოლანდიამ და მაკედონიამ ვერ უნდა გაიმარჯვონ და საქართველო მომდევნო ეტაპზე გავა.

საქართველოსთვის ყველაფერი აზრს კარგავს, თუკი დღეს მაკედონია მინიმუმ 4 ქულით არ დავამარცხეთ. ასეთი პრინციპული მატჩისთის ქართველები განსაკუთრებით ემზადებიან. იგორ კოკოშკოვმა და მისმა ასისტენტებმა ნაკრები „ციბონას“ დარბაზში ავარჯიშეს, სადაც ძირითადი დრო კომბინაციების დახვეწას დაეთმო. ვარჯიშმა დიდ ხანს არ გასტანა – მცირე გაწელვები, კომბინაციები და ფარში 5-10 წუთი სროლა – ეს იყო და ეს.
ვარჯიშიდან გამოსულ საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს ავტობუსთან  ქართველი გულშემატკივრები დახვდნენ. შეკრებილებმა თანამემამულე კალათბურთელებს მოგება უსურვეს, გაამხნევეს და მათთან სურათები გადაიღს. სასტუმროში დაბრუნებულ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელებმა ვიდეო-გაკვეთილი ჩაუტარეს, სადაც მეტოქის თამაშის დეტალები განიხილეს.
მაკედონიის ნაკრებმა დღეს დილას დანიშნული ვარჯიში გააუქმა. ევრობასკეტზე ჩვენსა და მაკედონიისთვის ყველაზე პრინციპული შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე, „ზაგრებ-არენაში“ გაიმართება.