მამუკელაშვილი Big East-ის კვირის სიმბოლურ ხუთეულში ზედიზედ მერედ მოხვდა

მამუკელაშვილი Big East-ის კვირის სიმბოლურ ხუთეულში ზედიზედ მერედ მოხვდა

სტუდენტური ლიგის BIG EAST-ის კონფერენციამ კვირის ნომინანტები დაასახელა. 21 წლის სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავს, კვირის სიმბოლურ ნაკრებში, BIG EAST Honor Roll-ში მოხვდა, რაც ქართველი ფორვარდის ზედიზედ მეორე აღიარებაა.  ის წინა კვირის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა.

“ჩააგდო კარიერის საუკეთესო, 32 ქულა, სენტ ჯონსთან მოგებულ მატჩში მის ანგარიშზე 9 მოხსნაცაა. კვირის ორ მატჩში საშუალოდ 19 ქულასა და 7 მოხსნას აკეთებდა, სეტონ ჰოლმა ორივე თამაში მოიგო”, – წერს კონფერენციის ოფიციალური საიტი. 

რაც შეეხება კონფერენციის კვირის საუკეთესო მოთამაშეს, ის დევიდ დიუკი (პროვიდენსი) გახდა. კვირის ახალბედა დანტე ჰარისია (ჯორჯთაუნი). 

BIG EAST Honor Roll ხუთეული ასე გამოიყურება: კოლინ გილესპი (ვილანოვა), დენზელ მაჰოუნი (კრეიტონი), ჯამორკო პიკეტი (ჯორჯთაუნი), სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი), ზაკ ფრიმენტლი (ქსავიერი).