მამუკელაშვილი “სეტონ ჰოლის” ლიდერი და სტუდენტური ლიგის გამორჩეული მოთამაშეა

მამუკელაშვილი “სეტონ ჰოლის” ლიდერი და სტუდენტური ლიგის გამორჩეული მოთამაშეა

ამერიკაში დაიწყო სტუდენტური ლიგის მატჩები. სანამ კონფერენციები შიდაჩემპიონატებს გააჩაღებენ, იმართება არასაკონფერენციო მატჩები, რომელთა კალენდარსაც გუნდები ერთმანეთთან და ლიგასთან შეთანხმებით ადგენენ. ანუ ეს გახლავთ დაახლოებით იმგვარი რამ, რაც ნბა-ში საგამოფენო მატჩებია. ამ სეზონში ამერიკის სტუდენტური ლიგის წამყვან კალათბურთელებში სახელდება და ამ სტატუსს წარმატებით ამართლებს სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც ნბა-ს გასული დრაფტიდან კანდიდატურა მოხსნა და კიდევ ერთ სეზონს სტუდენტული ლიგის ერთ-ერთ წამყვან კონფერენცია Big East-ში მოასპარეზე გუნდ “სეტონ ჰოლ პირატსში”გაატარებს. 

მამუკელაშვილმა მესამე არასაკონფერენციო მატჩი გამართა “მეკობრეთა” რიგებში და კვლავ სოლიდური შედეგიანობით გამოირჩა. 

21 წლის ქართველი ფორვარდის კლუბმა სტუმრად როდ აილენდ რემსთან 63:76 წააგო, მამუკელაშვილი კი ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო. სანდრომ ასევე ყველაზე მეტი – 38 წუთი ითამაშა და სტუმრებს 25 ქულა, 10 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.

ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 4 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სეტონ ჰოლს მიმდინარე სეზონში 1 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა, ქართველი კალათბურთელის საშუალო მონაგარი კი 21.6 ქულა და 9 მოხსნაა. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მამუკელაშვილმა სეზონის პირველ შეხვედრაში “ლუისვილთან” 70:71 წაგებულ შეხვედრაში 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, შემდეგ “იონასთან” იოლად – 86:64 მოგებულ მატჩში პირად ანგარიშზე 18 ქულა ჩაიწერა. 

“სეტონ ჰოლი” მომდევნო შეხვედრას 5 დეკემბერს ორეგონ დაქსთან ჩაატარებს.