მამუკელაშვილის 13 ქულა და მარცხი “მარკეტთან”

მამუკელაშვილის 13 ქულა და მარცხი “მარკეტთან”

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მე-5 საკონფერენციო მატჩი გამართა და მეორე მარცხი განიცადა. “მეკობრეები” სტუმრად “მარკეტს” შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 66:70 დამარცხდნენ.

ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და თანაგუნდელ მაილს პოუელთან ერთად მოედანზე ყველაზე მეტი – 36 წუთი გაატარა. მამუკელაშვილი შედეგიანობით მხოლოდ პოუელს ჩამორჩა. ეს უკანასკნელი ყველა მატჩში ბომბარდირია და ასე იყო “მარკეტთანაც”, რომელშიც მან 21 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა. მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა, 6 ქულა, 3 დაფარება და თითო ჩაჭრა-პასი იყო. სანდრომ 7-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

3 მოგებითა და 2 მარცხით “სეტონ ჰოლი” 10-გუნდიან Big East-ის კონფერენციაში “მარკეტთან” ერთად 2-3 ადგილებს იყოფს. შემდეგ მატჩს “მეკობრეები” 16 იანვარს, სტუმრად “პროვიდენსთან” გამართავენ.