მამუკელაშვილის 9 ქულა და 5 მოხსნა მაიამისთან ბრძოლაში მოგებულ მატჩში

მამუკელაშვილის 9 ქულა და 5 მოხსნა მაიამისთან ბრძოლაში მოგებულ მატჩში

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. “მეკობრეებმა” “მაიამი ფლორიდას” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 83:81 სძლიეს.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 30 წუთში 9 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 8-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო.

“სეტონ ჰოლს” 4 მოგება და 2 მარცხი აქვს და “ბიგ ისტის” მძლავრ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 1 დეკემბერს, “ლუისვილთან” გამართავს.