მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მარცხი “დე პოლთან”

მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და მარცხი “დე პოლთან”

სანდრო მამუკელაშვილმა ამერიკი სტუდენტურ ლიგაში კარიერის მეორე ორმაგი დუბლი მიითვალა, თუმცა სამწუხაროდ, მისი გუნდი დამარცხდა. ქართველი ფორვარდის “სეტონ ჰოლმა” “დე პოლს” უმასპინძლა და შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 93:97 დათმო. 

ქართველმა ფორვარდმა 37 წუთში 12 ქულა, 10 მოხსნა (2 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

“სეთონ ჰოლს” ბიგ ისთის კონფერენციაში 3 მოგებითა და 4 მარცხით მე-7 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 27 იანვარს “ვილანოვასთან” ჩაატარებს.