მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” “დე პოლთან” ქულით დამარცხდა

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” “დე პოლთან” ქულით დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” დასანანი მარცხი განიცადა. “მეკობრეები” გასვლაზე შეხვდნენ Big East-ის კონფერენციის ერთ-ერთ მოწინავე გუნდ “დე პოლს” და 74:75 წააგეს. ქართველ ფორვარდს შეეძლო, მატჩის გმირი გამხდარიყო, თუმცა საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ნასროლი მისი სამქულიანი კალათში არ ჩაეშვა.

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 5 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სანდრომ 6-დამ 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო. საუკეთესო მაილს პოუელი გახდა, რომელმაც 16 ქულა მიითვალა.

2 მოგებითა და 1 მარცხხით “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციაში 2-3 ადგილებს “სეინთ ჯონსთან” იყოფს. მომდევნო მატჩი “მეკობრეებს” შინ, 10 იანვარს, “ბუტლერთან” ელის.