ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა”. “ბიგ ისთის” კონფერენციაში მოასპარეზე “პირატებმა” (გუნდის მეტსახელია) ბოლოსწინა არასაკონფერენციო მატჩი გამართეს, რომელშიც “ვაგნერ სიჰოუქსს” 89:68 სძლიეს.
მამუკელაშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა. ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. სანდროს ჯამში 2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუგროვდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც გამარჯვებულებს 26 ქულა შემატა.
“სეტონ ჰოლს” 10 მოგება და 2 მარცხი აქვს და “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მამუკელაშვილის გუნდი ბოლო არასაკონფერენციო მატჩს 23 დეკემბერს “მანჰეტენ იასპერსთან” გამართავს, რის შემდეგაც, 29 დეკემბრიდან “ბიგ ისთის” კონფერენციის პირველობა დაიწყება.
| გუნდი |
კონფერენცია |
მთლიანად |
| ვილანოვა |
0-0 |
11-0 |
| ქსავიერი |
0-0 |
11-1 |
| ჯორჯთაუნი |
0-0 |
9-1 |
| კრეიტონი |
0-0 |
10-2 |
| სეტონ ჰოლი |
0-0 |
10-2 |
| სეინთ ჯონსი |
0-0 |
10-2 |
| ბატლერი |
0-0 |
9-3 |
| მარკეტი |
0-0 |
8-3 |
| პროვიდენსი |
0-0 |
8-4 |
| დე პოლი |
0-0 |
6-5 |