მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “პროვიდენსი” დაამარცხა და ლიდერებში დაბრუნდა

მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “პროვიდენსი” დაამარცხა და ლიდერებში დაბრუნდა

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი, პრინციპული მატჩი მიგო. ერთ-ერთი წამყვანი – “ბიგ ისთის” კონფერენციაში “მეკობრეებმა” “პროვიდენსს” უმასპინძლეს და 73:57 დაამარცხეს.

მამუკელაშვილმა ტრადიციულად მცირე ხნით ითამაშა. ის 3 წუთი გამოჩნდა მოედანზე და 1 მოხსნას დასჯერდა. საუკეთესო იყო ხადინ კარინგტონი, რომელმაც 23 ქულა და 7 პასი მიითვალა. ეინჯელ დელგადოს ანგარიშზე 13 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა. 

6 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლი” “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-3 ადგილზეა “ვილანოვასა” და “ქსავიერის” შემდეგ. შემდეგ მატჩს “მეკობრეები” 4 თებერვალს, სტუმრად “ვილანოვასთან” გამართავენ.