ახალი სეზონი დაიწყო მანუჩარ მარკოიშვილისთვისაც. გუშინ უკრაინის ჩემპიონატის პირველ ტურში “ბკ კიევმა” შინ დაძაბულ ბრძოლაში 70:67 დაამარცხა “დონეცკი” და ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ ამ მატჩში მარკოიშვილმაც ითამაშა.
მანუჩარ მარკოიშვილი დონეცკელთა ფარს უტევს
მანუჩარმა სექტემბერში გამართული საქართველოს ნაკრების თამაშები გამოტოვა. მან ზაფხულში ქრონიკულად მტკივან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და თითქმის სამი თვე რეაბილიტაციას მოანდომა. მარკოიშვილმა მსუბუქი ვარჯიშები გასული თვის შუაში დაიწყო და როგორც ჩანს, ფეხი დროულად მოიშუშა.მანუჩარმა დონეცკელების წინააღმდეგ 18 წუთი ითამაშა და 2 ქულასთან ერთად თითო პასი და ჩაჭრაც მოაგროვა. მან მხოლოდ 2-ჯერ შეუტია მეტოქის ფარს: სამქულიანი აუცდა, ხოლო ორიანი დონეცკელთა კალათში მოათავსა.მომდევნო მატჩს კიეველები 11 ოქრომბერს სტუმრად “ნიკოლაევთან” გამართავენ.