მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-მ სარეკლამო რგოლში გადაიღო

დაახლოებით 1 თვის წინ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ მანუჩარ მარკოიშვილს ის პატივი ხვდა წილად, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ქართველი უკანახაზელი საკუთარ თამაშებზე დასასწრები აბონემენტის სარეკლამო რგოლში გადაიღო. კლიპი გაშარჟებულია ცნობილი ფილმის – „კავკასიელი ტყვექალის“ კარდით და მასში მარკოიშვილი რუსულთან ერთად ქართულადაც ლაპარაკობს.
მარკოიშვილი რუსულ გრანდში გასულ აგვისტოში თურქული “გალათასარაიდან” გადავიდა. ის კომპეტენტურ საკალათბურთო პორტალ eurobasket.com-ის ცსკა-ს გვერდზე მოსკოველთა სასტარტო ხუთეულის წევრად მოიაზრება.