ულების თასზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელმაც დაძაბულ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე 75:74 “ლუკოილი” დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოედანზე 37 წუთი (თავის გუნდში სარეკორდო მაჩვენებელი) დაჰყო და ამ დროში 13 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა გუნდს.
მარკოიშვილმა 6 სამქულიანიდან 3 გამოიყენა და 3 საჯარიმოს შესრულებისას მხოლოდ ერთხელ ისროლა ბურთი არაზუსტად. მანუს გუნდში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი 20 ქულით არტურ დროზდოვი იყო.
მარკოიშვილმა მეოთხე მეოთხედში რამდენიმე მნიშვნელოვანი სროლა გამოიყენა. კერძოდ, მან ერთ შეტევაში სამი ქულა (ორქულიანი და საჯარიმო ტყორცნა) ძირითადის დასრულებამდე 2 წუთით ადრე დააგროვა და თავისიანები 82:79 დააწინაურა, ხოლო გადამწყვეტი ქულა კი ბოლო წამზე მასპინძელთა კიდევ ერთმა ლიდერმა, პუ ჯიტერმა დააგროვა.
სატურნირო მდგომარეობაH ჯგუფი
1. კიევი 7:2 +692. ბენეტონი 6:3 +683. ლუკოილი 5:4 +584. არტლენდი 4:5 -725. რიგა 3:6 -26. პო-ორტეზი 2:7 -121
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.